საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფების საკითხზე საუბარი საერთოდ არ არის. როგორც ყიფიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – თან განაცხადა, ის მუშაობას ჩვეულ რიტმში განაგრძობს.
ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომას “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე აფასებს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გადამდგარი მინისტრები ღარიბაშვილის გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ნათქვამია ელგუჯა ხოკრიშვილია განცხადებაში.
ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის ხელახალ გამოცხადებას არ იწვევს.
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2″ ავრცელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელი, სერგეი კირნიკი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ იაცენიუკთან უკრაინაში გამართული შეხვედრის შემდეგ მას პრეზიდენტის აპარატში მიყვანა სთხოვა.
რეგიონებში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე რეგიონული პროექტები განიხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარის რწმუნებულებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა მიიღო ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელიც შვეიცარიელ დიპლომატს აწუხებს და დაჰპირდა, რომ აღნიშნული თემით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შეფასებისაგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ სამართალდაცვითი სისტემის რეფორმა აუცილებელია.
ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ივანიშვილი მლიქვნელთა წრეშია მოქცეული, რომელთაგან უარეს ნაბიჯებსა და გამონათქვამებსაც უნდა ელოდოს, მაგალითად, მაშინ, როგორც კი ეს ხალხი ვეღარ მოხვდება 2016 წლისთვის დაგეგმილი არჩევნების სიაში“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.