უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, პარლამენტში კიდევ ორი ახალი მინისტრი იქნება წარდგენილი. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის პოსტს 100%-ით შეინარჩუნებს.
საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ძალიან საინტერესო პროცესები მიდის, რომელიც აუცილებლად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომით დასრულდება.
პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის დაყენებამ ნათელი გახადა, რომ ეს მთავრობა უუნარო იყო და ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების პროცედურები და პარლამენტის როლი განმარტა. უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს აქვს ორკვირიანი ვადა იმისთვის, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი მინისტრები წარადგინოს.
ყოფილი დებუტატისა და იურისტის ვალერი გელბახიანის განცხადებით, მართალია, ხელისუფლებამ არ აღიარა, მაგრამ ნათელია, რომ მინისტრთა კაბინეტში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები ჩინოვნიკების საქმიანობაში არსებულ დანაშაულის ნიშნებს უკავშირდება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეა მინისტრის ლევან ყიფიანის გადადგომა მთავრობის დაშლასა და პარლამენტის მიერ მთავრობის განახლებული შემადენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადებას იწვევს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე გააკეთა.
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ბაქოს მიერ ექსტრადირებას გამორიცხავენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი 2013 წლის განმავლობაში პრემიას ყოველთვიურად იღებდა.
"ლარის კურსი იმიტომ კი არ დაეცა, რომ დღეს სააკაშვილი არ არის ხელისუფლებაში, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ დავით ბაქრაძე არ არის ხელისუფლებაში, რომელსაც სხვათაშორის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიურად 75 ათასზე მეტი პრემია აქვს აღებული", – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.