საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დელეგაციასთან ერთად პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"საქართველოს პრეზიდენტმა თქვა ძალიან ძლიერი ფრაზა: "ახალი კავშირები, ახალი შესაძლებლობებია" და მგონი, აქ უნდა დავსვათ წერტილი , - გიორგი მარგველაშვილის განცხადების ეს პერიფრაზი ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხაცდა.
საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გააფორმეს. განცხადებას გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ავლაბრის რეზიდენციაში ერთობლივი პრესკონფერენციის დაწყებამდე მოაწერეს ხელი.
საკითხები, რაზეც რამდენიმე ხნის წინათ შვეიცარიის ელჩი საუბრობდა, არის ის, სადაც ყოველგვარი წითელი ხაზი გადის და ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით , - ამის თაობაზე ჟურნალისტებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"კორუფციასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები ძალიან სერიოზულია, ამას ვამბობ, როგორც საქართველოს მეგობარი" - ეს კომენტარი შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, გიუნტერ ბეხლერმა თინა ხიდაშელთან და გიგილა აგულაშვილთან შეხვედრამდე გააკეთა.
მადლობელი ვარ ყოფილი პრეზიდენტის და თქვენი, რადგან ყოველთვის მხარს გვიჭერდით და გვიჭერთ დასავლეთში, – ასე მიმართა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავის ქართველ კოლეგას პირისპირ შეხვედრის დაწყებისას.
ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა შევხვედროდით ამ ლეგენდარულ ქალაქში, ამ ლეგენდარულ ქვეყანაში, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი ბელარუს კოლეგას ხვდება. გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ავლაბრის რეზიდენციაში მასპინძლობს.
იქნება ხმაურიანი დაჭერები, შესაძლოა ზვიად ჯანყარაშვილი და დავით შავლიაშვილი მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში - ამის შესახებ განცხადება, "პირველ რადიოსთან" საუბრისას, გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გააკეთა.
დარწმუნდით, ბ–ნო ბიძინა, რომ საქართველოს პოლიტელიტაში სიკეთის კეთება სისუსტედ მიაჩნიათ! მხოლოდ, ერთეული პიროვნებები არიან, მცირე გამონაკლისი... დიახ, "კუს ნაბიჯზე" არ ინდობიან ეს "მამულიშვილები", არათუ მოცემულ სიტყვაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.