ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელორუსის პრეზიდენტს დახვდნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ პირველი, რაც მან მინისტრის პოსტზე ყოფნისას უნდა გააკეთოს, ტენდერების შესახებ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას უნდა უპასუხოს.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტის გადასვლის საკითხის გააქტიურება გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციას ემსახურებოდეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
დღეს რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის აბსოლუტურად გაუგებარი ახირება, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს, ასოცირების შეთანხმების პრიორიტეტების განხორციელებაში დაეხმარება.
მაღალმთიანი რეგიონების შესახებ ახალ კანონპროექტზე სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
დღეს გაუგებარია მარგველაშვილის პოზიცია, როდესაც ამბობს, რომ მას არ სურს ათონელის რეზიდენციაში გადასვლა, – განაცხადა ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
ქართულმა მხარემ უნდა გაიგოს, რომ პროცესები არის შეუქცევადი და წარსულში დაბრუნება არ მოხდება, – ეს განცხადება, აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გააკეთა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ რიგაში შეგვაქებენ, მაგრამ რაიმე კონკრეტულს არ დაგვპირდებიან. "თუ გავითვალისწინებთ იმ ობიექტურ სიძნელეებს, რომლის წინაშეც დგას დღევანდელი ევროპა, ნურც “თანაგრძნობაში” ვეტყვით უარს”, – აცხადებს სოსო ცინცაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.