პოლიტიკა

„მე იგივე ვარ მარად და მარად. ექსპრეზიდენტის განცხადება, რომ სხვა პარტიებს პულსი არ ესინჯება და ქართულ პოლიტიკაში ფაქტობრივად მარტო თვითონ და ბიძინაა, იმ ორპროლუსიანობის ღია დამკვიდრებაა, რომლის წყალობითაც მის მიერ ოლიგარქისთვის დათმობილი ძალაუფლება მეათე წელია არ ბრუნდება ქვეყნის კანონიერ მესაკუთრე -ქართველ ხალხთან“, - ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

სრულად...

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში იმ ბრალდებებზე გასცა პასუხი, რომელიც მის ნარკოტიკებთან კავშირს ეხება.

სრულად...

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან საქართველო-საბერძნეთის თანამშრომლობის შესახებ ნაყოფიერი საუბარი მქონდა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

სრულად...

მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პრემიერ-მინისტრს გამოსვლა ექნება გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან; ეს ტრიბუნა იძლევა შესაძლებლობას, მთელს მსოფლიოს მივაწოდოთ და გავაცნოთ ჩვენი პოზიციები და იდეები, როგორც გლობალური უსაფრთხოების თემატიკაზე, ისე რეგიონულ კონტექსტში ჩვენს როლსა და ფუნქციაზე, ასევე იმ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, რომელიც ამჟამად არის შექმნილი, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარ აქცენტებზე საუბრისას განაცხადა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ საელჩოში რესპუბლიკელ იურისტთა ასოციაციის წევრებს (Republican National Lawyers' Association - RNLA) და სპეციალურ სტუმარს, აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერს, სენატორ მიჩ მაკკონელს უმასპინძლა.

სრულად...

ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან, ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „Facebook”-ში წერს.

სრულად...

სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა. „ნაძირალა პროვოკატორო, შე ნაბიჭვარო“ - ამ სიტყვებით მიმართა კობახიძემ მელიას. მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კობახიძემ ტერიტორია დატოვა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ანტონიო გუტიერეშს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი