საზოგადოების დიდი ნაწილის, ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების თხოვნა, მოთხოვნა და რეკომენდაცია იყო, რომ „ქართულ ოცნებას“, ის არქივები, რაც დახვდა, განადგურებულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთელი საარჩევნო კამპანია ისე გავიდა, ისე მივედით არჩევნების თარიღამდე, რომ არავითარი საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ „ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს და ოპოზიციას მთლიანად. რატომ? იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვთ - არც საარჩევნო პროგრამა, არც დაპირება, არავითარი ხედვა, ნული; სააკაშვილს აგვისტოში წამოცდა, რომ მათ ჰქონდათ რაღაც გარკვეული მასალები, კომპრომატები ეკლესიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მადლიერი ვარ უკრაინის ხელისუფლების, მათ სრულად გაიზიარეს და გაითვალისწინეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გადავუგზავნეთ, მხედველობაში მიიღეს და დაასრულეს მეგის ქარდავას ექსტრადაციის პროცესი, რომელიც აქამდე გაწელილი იყო-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ნამდვილად არ მჯერა, რომ სააკაშვილი გაბედავს და ჩამოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
როცა ჩვენი მოსახლეობის 80% სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, რა პრობლემაზეა საერთოდ საუბარი?! არეულობით იმუქრებიან?! ჩვენს ქვეყანაში ვინც არეულობას გაბედავს, კანონით მინიჭებული ძალით და უფლებით სახელმწიფო საკადრის პასუხს გასცემს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
რეალურად, „ქართული ოცნების“ დროს ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ, ყველა კრიზისი, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
გიორგი გახარია არის შეცდომა, მე თუ მკითხავთ და ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ქართული ოცნების“ მრავალგზის დეპუტატი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური მოვლენების უკან ისევ ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც „არსად არ წასულა“.
გაუგებარია გახარიას რეაქცია, თუმცა სოლიდარობა, რომელიც მას გამოუცხადეს მელიამ და სხვა კანდიდატებმა, რა თქმა უნდა, კითხვებს წარმოშობს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი სამწყობრო საწარმოს დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი გაირკვევა, ათასობით ფაილს სჭირდება დახარისხება, ავთენტურობის შესწავლა, ექსპერტიზა და დრო, არჩევნებამდე, 2 კვირაში მსოფლიოს ვერც ერთი ექსპერტიზა ვერ მოასწრებს ამის დადგენას და გათვლაც ამაზე იყო გაკეთებული, ერთგვარი შფოთვა შემოიტანეს საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.