საქართველოს პროკურატურა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში უმასპინძლებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს გამარჯვებად აფასებს.
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ იქ, სადაც სიმართლეა, მთავარი არგუმენტი და სიმართლე ჭრის, იქ იმარჯვებს საქართველო, მათ შორის ოკუპანტის წინააღმდეგ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცედენტო, ისტორიული, საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმების, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
მინდა, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც აგვისტოს ომი გამოიარა, ეს გამარჯვება მივულოცო, ხოლო მათ, ვინც ამ ომში ოჯახის წევრი დაკარგა, ვუთხრა, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩვენს გმირებს პატივს მივაგებთ, – განაცხადა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი, ეს გადაწყვეტილება სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო 17 მოსამართლის შემადგენლობით. დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს. აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. შესაბამისი პრესრელიზი ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.