ცნობილი ექიმი, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე დაწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს, „როგორც ქვეყნის დიდ მოამაგეს“ ისტორია „აუცილებლად დააფასებს“.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს. როგორც პარტიის ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სიტყვით წარმოთქმის შემდეგ გამოაცხადა, ვასილ მაღლაფერიძე პოლიტსაბჭოს ახალი წევრი და პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იქნება.
მადლობა ბიძინა ივანიშვილს 2014 წლიდან პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა ყველას და გაძლევთ პირობას, მაქსიმალურად დავიხარჯები ამ ნდობის გასამართლებლად, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის დღევანდელ ყრილობაზე.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიამ საკმაოდ მძიმე სიტყვებიც კი გამოიყენა და თქვა, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ძირი არ უნდა გამოუთხაროს პარლამენტის მუშაობას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.
თბილისში, „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც ცოტა ხანში „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა დაიწყოს, სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ.
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ხვალინდელ ყრილობაზე განსახილველ საკითხებზე პოზიციები საბოლოოდ შეაჯერეს.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობის არჩევა იგეგმება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.