პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით მიმართა. წერს ვენეციის კომისია Twitter-ზე.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი განგრენად იქცა და ისინი მოსაშორებელი არიან.
შესანიშნავი შეხვედრა იყო, ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს, - განაცხადა მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. სუვერენულ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, თუ რა გზით სურთ სვლა, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს უკლებლივ ყველა წევრი კატეგორიულად ემიჯნება სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიტსაბჭოს ზოგიერთი წევრი არის ანტიდასავლური განწყობის, – „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტი ესპანელ კოლეგასთან, საგარეო, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრთან, არანჩა გონზალეს ლაიასთან შეხვედრით დაიწყო.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ ნდობა მაღალი იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
ახლა მეტი აქცენტი კეთდება ერთსულოვნებაზე, ბოიკოტზე და რეალობაში ვხედავთ, რომ აქ ერთსულოვნებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის და მეორე, ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი და დაპირისპირება ქვეყნის სტაბილურობასთან, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
დავით ზალკალიანი ესპანეთში სამუშაო ვიზიტს და ოფიციალურ შეხვედრებს დღეს იწყებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, სადაც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურას შეარჩევენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.