„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, პარლამენტში შესვლამდე მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო და ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი გამოქვეყნდა და დღეიდან ძალაში შევიდა.
ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდ-ნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვის საპასუხოდ – რა ფინანსურ რესურს იტოვებს ის და მისი ოჯახი პირადი მოხმარებისთვის
დღეს, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს სხდომაზე საქართველოს პროკურატურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ჩაეყრება საფუძველი რეალურად საპარლამენტო რესპუბლიკის გამყარებას და გაძლიერებას“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე. ეს მოძალადე სისტემა, მჩაგვრელი რეჟიმი დაამსხვრია ერთმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად. რეალურად გაათავისუფლა ხალხი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან და საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიას ქვეყანაში. ვთქვათ ღიად, რომელი მმართველი ყოფილა ბიძინა ივანიშვილზე დემოკრატი?!“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში ოპოზიციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ შევიდნენ საქართველოს პარლამენტში, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ოპოზიციურ ლიდერებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან არ არიან დაკავშირებული, დაფიქრება და პარლამენტში შესვლა ურჩია.
„დღეს აბსოლუტურად შეიცვალა პოლიტიკური რეალობა, ჩვენს სხვა რეალობაში ვართ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში. მან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება, – განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.