საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა.
2020 წლის 3-4 დეკემბერს ონლაინ-ფორმატში გაიმართება ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს რიგით 27-ე შეხვედრა. შეხვედრაში საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რომელიც სიტყვით მიმართავს შეხვედრის მონაწილეებს.
ვაძლიერებთ საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გაიმართა.
ჩვენი მოლოდინია, რომ ამ მინისტერიალზე განახლებული პაკეტი გვექნება, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენ მდგრადობას, თავსებადობას ნატოსთან და იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
ქალაქ ვარშავაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას, ზბიგნევ რაუს შეხვდა.
მივესალმებით ნატო-ს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშს – NATO 2030: United for a New Era, რომელიც მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებსა და ხედვას შეიცავს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, – აღნიშნულია საქართველოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზაკლაინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2020 წლის პირველ დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს სხდომაში, რომელიც ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში გაიმართა.
„ქართული ოცნების“ წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის მზად არის. მისივე თქმით მნიშვნელოვანია, დიალოგის გზა მოიძებნოს და გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმება შედგეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.