„ჩინური კომპანიების საქმიანობაზე საქართველოს მთავრობის მხრიდან გამოჩენილი გულგრილობა და უპასუხისმგებლობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს,“ - ასე ეხმაურება ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი საქართველოში პოლონეთის ელჩის მარიუშ მაშკიევიჩის განცხადებას ჩინური კომპანიების საქართველოში საქმიანობის შესახებ.
სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციების გამოტანა და აქაც კარგად ჩანს, რომ ეს პოლიტიკოსები არასანდოები არიან, როგორც ზოგადად ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენ საერთაშორისო მეგობრებისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე საუბრისას.
ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რომ დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ ელჩების თხოვნით, განვიხილეთ გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე საკითხი სადაც პოზიციები ვერ დაახლოვდა, - განაცხადა მედიასთან ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ.
ნამდვილად პოზიტიური და საქმიანი იყო დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი. არის თემები, სადაც ხდება აზრთა დაახლოება, მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით კვლავ არის მნიშვნელოვანი სხვაობა ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციას შორის, - განაცხადა მოლაპარაკებების მესამე ტურიდან გამოსულმა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიასთან.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები.
საჯაროდ დავაფიქსირეთ, რომ განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რამე ვერსიას, მათ შორის პლებისციტს „ქართული ოცნება” არ განიხილავს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ.
ჩვენ ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ვატარებთ და არც ჩავატარებთ, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პოლონეთის ელჩის წუხილს იმის შესახებ, რომ საქართველოში ევროკავშირის ფულით ჩინური კომპანიები ფინანსდებიან.
„ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა დათმოს, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებებს საერთოდ აზრი არ ექნებოდა, მაშინ არც ჩვენ უნდა ვწვალობდეთ ტყუილად, არც „ქართული ოცნება“ და არც ელჩები, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებთან ერთად შეხვედრას მართავენ.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. შეხვედრამდე, ოპოზიციის ოთხ პუნქტიანი გეგმა გასაჯაროვდა, რომელიც მათ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით წარუდგინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.