საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 1-2 დეკემბერს ვარშავაში მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, 28 ნოემბრიდან ამოქმედებული გამკაცრებული შეზღუდვები, მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების პაკეტი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იყო მთავარი თემები ონლაინ-ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და დონორებთან გაიმართა.
2020 წლის 30 ნოემბერს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა აქბარ ყასემი ალიაბადიმ (Akbar Ghasemi Aliabadi) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
შავი ზღვის რეგიონი ჩრდილოატალანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ
მოპედები ამ ეტაპზე არ არის შეძენილი, თუმცა, ყველა პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების უმეტესობა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან კავშირი არ აქვს.
პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება, რომ „ქართული ოცნება“ მართლმსაჯულების რეფორმის გეგმით შემოვა ოპოზიციის მაგიდასთან, მაგრამ მართლმსაჯულების რეფორმაზე ბიძინა, რომ წამოვიდეს, რა თქმა უნდა „გირჩი“ შევა პარლამენტში, - განაცხადა პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, იაგო ხვიჩიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ თალაკვაძეების ერთგულება ქართულ პოლიტიკაში ერთ წამში გაწირა. კანცელარიის მეთორმეტე სართულზე საკოორდინაციო საბჭოს დახურული შეხვედრა, დაპირისპირების პოლიგონად იქცა. კრიზისმენეჯერმა გახარიამ ჯანდაცვის სექტორის კრახი მინისტრ ტიკარაძეს რომ ვერ დააბრალა, ავთანდილ თალაკვაძის გადადგომა მოითხოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.