პრაღის ფორმატი, სადაც მიმდინარეობს არაფორმალური დიალოგი რუსეთის მხარესთან, შექმნილია უმთავრესად პრაქტიკული საკითხების - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული თემების განსახილველად; ამჯერადაც დღის წესრიგით ჩვენ ამ საკითხების განხილვა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ხშირად, ვიდრე ჩვენი დღის წესრიგის განხილვაზე გადავალთ, ჩემი ინიციატივით განსახილველად ვაყენებ იმ თემებს, რაც ყველაზე მწვავეა და საქართველოში ყველაზე უფრო გვაწუხებს და ეს რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან, - განაცხადა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან გუშინ გამართული ონლაინ-შეხვედრის კომენტირებისას.
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა შესაძლოა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავოს.
2020 წლის 27 ნოემბერს, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
იუსტიციის სამინისტრო გოჩა ლორთქიფანიძესა და კარლ ჰარცელს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
2020 წლის 26 ნოემბერს, ქ. ვენაში (ავსტრია) განლაგებული, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა, დაზუ იანგმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა ხელი მოაწერეს 10,2 მილიონი ევროს ღირებულების ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც მოიცავს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და საქართველოს შორის 2020-2025 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას (Country Programme Framework (CPF) between the Government of Georgia and the International Atomic Energy Agency (IAEA)).
2020 წლის 27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალურ სხდომაში.
ვინმეს თუ ჰგონია, რომ „ლოკდაუნის“ გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება და არ იქნება - ცდება, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
2020 წლის 25-26 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) უფროსი თანამდებობის პირთა კომიტეტის ((CSO) - შეხვედრას ესწრებიან მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები) ვირტუალურ შეხვედრაში.
მოძრაობა „ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ „მადლიერების მარში“ გამართა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მის მხარდამჭერებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მარშის პარალელურად, დოლიძემ და მისი გუნდის წევრებმა საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნეს და კამპანიის დროს გამოყენებული ტერიტორიები დაალაგეს.
დღეს ევროკავშირმა მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში საქართველოს მისი საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გადმოურიცხა. მაკროფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი საგარეო საფინანსო მდგომარეობის აღდგენას და იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების თანმდევია, – ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.