მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ და გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თქვა, რომ იქ „შემაშფოთებელია ვითარება“.
ამდენი წლის პოლიტიკაში ყოფნის მიუხედავად, არ მახსენდება არც ერთი არჩევნები, სადაც ამომრჩევლის მოსყიდვის სახით, ფულის დარიგების ამდენი შემთხვევა ასე პირდაპირ ყოფილიყო დოკუმენტურად ასახული, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45 პროცენტია, რაც რაოდენობრივად 1 279 947 ამომრჩეველია.
გლდანში, 39-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე და ფიქსირდება გარკვეული მღელვარება და მცირე ინციდენტები, რამდენიმე საარჩევნო უბანთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე, ქვეყნის მასშტაბით საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობაა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი არის გახსნილი. ამასთან, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ყველა ქვეყანას შემუშავებული აქვს შესაბამისი რეგულაციები და აუცილებელია ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი წესების და პროტოკოლების დამორჩილება.
მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს, ვისწავლოთ მოსმენის კულტურა, –განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ხმის მიცემის შემდეგ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეშალა დავალება, რამენაირად გავრცელებულიყო ინფორმაცია, თითქოს „ქართული ოცნება“ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაატარებს უბნებზე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
დღევანდელი არჩევნებისთვის მოსამზადებლად ამერიკის შეერთებული შტატები 6 თვეზე მეტია არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობს, რათა საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე, რომელსაც ქართველი ხალხი ნდობას გამოუცხადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.