პოლიტიკა

მიზანი უნდა იყოს უსაფრთხო და ზეწოლისგან თავისუფალი სივრცე საარჩევნო უბნების გარშემო, ამ მიზნის მიღწევა, პანდემიის გამო, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, -  განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვიდეომიმართვისას.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ თავისუფლების მოედანზე, პარტიის შემაჯამებელ აქციაზე ორი სიმღერა შეასრულა, მათ შორის „თბილისო“ ქართულად და რუსულად.

სრულად...

31 ოქტომბერს ჩვენ, ყველა ერთად საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს დავწერთ, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა თავისუფლების მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

სრულად...

საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „სოციალური უსაფრთხოება COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში“.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღესთან დაკავშირებით დესტრუქციული გეგმები აქვს.

სრულად...

მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება, ეს განსაკუთრებით აშკარაა და სახეზეა ევროპაში; ჩვენთანაც, ქვეყანაში, სამწუხაროდ ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა მოგეხსენებათ, ჩვენ ამავე დროს, ვიმყოფებით წინასარჩევნო პროცესში, რამდენიმე დღეში ჩვენ არჩევნები გვაქვს და სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეპიდემიაც, გლობალური პანდემიაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოიყენოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

სრულად...

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიის მე-2 ნომერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში არის ცვლილების სურვილი და კოალიციური მთავრობისთვის მზად არის ამომრჩეველი.

სრულად...

„შემდგომ საარჩევნო ციკლში პენსია გახდება 70 წლამდე ჩვენი პენსიონერებისთვის მინიმუმ 300 ლარი, ხოლო მთაში მცხოვრებთათვის 375 ლარი. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, მაშინ როდესაც 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის პენსია მინიმუმ გახდება 350 ლარი, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებთათვის 440 ლარი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ნაძალადევის ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ჩვენი მისვლა არჩევნებზე ყველა არსებულ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი და ჩვენი ხვალინდელი დღის უალტერნატივო გარანტიაა.

სრულად...

ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდა; დღეს ამ რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი