მნიშვნელოვანია, რომ დღეს, პანდემიის რთული პირობების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები ხმას აძლევენ. ხმას აძლევენ თავისუფლად, წყნარად და უსაფრთხოდ, - წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, არეულობის შექმნის მიზნით ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება“, განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენება ხდება.
მარნეულში ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადასატანი ყუთის ანულირებას ითხოვენ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა. პარტიის ლიდერი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.
„ხელისუფლება, ერთი მხრივ, სრულად, ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, მეორე მხრივ, ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, რომ თავს დაესხას ჩვენს დემოკრატიას და იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი არჩევნები ჰქვია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო უბანზე, არჩევანის გაკეთების შემდეგ.
პარტიებმა არაფერი უნდა გააკეთონ ისეთი, რამაც შეიძლება ამომრჩეველი შეაშინოს, – ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორი, ეკა გიგაური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიმიტრის შაშკინისა და კახა ოქრიაშვილის მიერ იარაღის ტარების ფაქტს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საზოგადოებას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო და თქვა, რომ 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41 პროცენტი, რაც რაოდენობრივად 681 583 ამომრჩეველია.
საათში ერთხელ იღებენ მონაცემებს მათი მხარდაჭერების თაობაზე, რომელიც ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55 პროცენტი და მეტია, - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ამ ისტორიულ დღეს სახლში დარჩენა დანაშაულის ტოლფასია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.