პოლიტიკა

„პარტიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსი, შესაბამისად, მიღებულია ყველა ზომა რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული. მივყვებით სტანდარტულ პროტოკოლს. ყველა უსაფრთხოების ზომა არის მიღებული“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, მარკ კლეიტონთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, დეპუტატ თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, დასავლეთის მოლოდინია, რომ საქართველოში „სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები“ ჩატარდება და ამის შესახებ მაიკ პომპეომ პრემიერ გახარიასთან სატელეფონო საუბრისას მკაფიოდ მიანიშნა.

სრულად...

დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს. მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

სრულად...

უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს, რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩაქვში, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ანანიძე წარადგინა.

სრულად...

როგორც კი 31 ოქტომბერს ჩვენ სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ, მეორე დღიდან უნდა გადავიდეთ უკვე მუშაობის, ყოველდღიური შრომის ციკლზე, - უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელვაჩაურში ამომრჩევლებს, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და  შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას. 

სრულად...

„ჩვენ 31 ოქტომბერს გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მე მჯერა, როგორც 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ღირსეულად გამოვდიოდით, ღირსეულად ვპასუხობდით ყველა არჩევნებს, ახლაც ვიტყვით ჩვენს სიტყვას", განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ხულოში ხულოს, შუახევის ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძის წარდგენისას.

სრულად...

დღეს დიდი პატივია ვიყო აქ, ქედა ხომ შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ვაჭრობის და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ცენტრი იყო. დღეს კი ქედა იქცა ბუნების, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის, მეღვინეობის უნიკალური ჯიშების და ტურიზმის განვითარების ცენტრად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქედაში, ხულოს, შუახევის ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძისა და და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატ ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.

სრულად...

როდესაც ჩვენი ქვეყანა მოიცილებს ისეთ ხორცმეტებს, როგორებიც არიან მეწამლე კახა ოქრიაშვილი და გაუპარსავი ყაჩაღი ცეზარ ჩოჩელი, მერე დაიწყება ჭეშმარიტი დემოკრატიის დამყარება, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სრულად...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი მეორე საგანგებო სესიას მართავს, სადაც ცხინვალში გუშინ განვითარებულ მოვლენებსა და ე.წ. გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხს განიხილავენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი