პოლიტიკა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის იტვირთოს საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტი, ოღონდ არა იმიტომ, რომ მას თანამდებობა ენატრება, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანა გადაარჩინოს.

სრულად...

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში მრავალეროვნული წვრთნების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დაწყებას გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა  მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, აშშ-სა და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის შემდგომი გაზრდის, თავდაცვის ძალებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

სრულად...

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-ში 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა!??? ვიცინოთ თუ ვიტიროთ?!!! სატირლად გვაქვს საქმე, სამწუხაროდ, ასეა!.. "პოლიტიკური ელიტა" კი არა გვყავს, არამედ "პოლიტიკური დეზერტირების ბაზარი" გვაქვს საქართველოში!!!

სრულად...

სააკაშვილის მიერ უკრაინაში წაყვანილი ახალგაზრდები, ვითომ ახალი სახეები, ფინალში ისევ ოქრიაშვილებად, ჩოჩელებად, ხაბულიანებად გადაიქცნენ, – ასე გამოეხმაურა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ოპოზიციურ მოძრაობასთან „ძალა ერთობაშია“ კახაბერ ოქრიაშვილის პარტიის, „პროგრესი და თავისუფლება“ გაერთიანებას.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

სრულად...

ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობით რამდენიმე ოპოზიციური პარტია არის გაერთიანებული, „ქართული ოცნების“ რიგებიდან წამოსული წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის, კახაბერ ოქრიაშვილის მიერ ახლად დაფუძნებული პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ შეუერთდა. მემორანდუმს გრიგოლ ვაშაძემ და კახაბერ ოქრიაშვილმა მოაწერეს ხელი.

სრულად...

2020 წლის 3 სექტემბერს, განახლდა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს შეხვედრები, სადაც ქართული მხარის ინიციატივით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებისა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის შესახებ იმსჯელეს.

სრულად...

2020 წლის 3 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თანასპონსორებთან ერთად გაიზარდა რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა და შეადგინა 84 სახელმწიფო.

სრულად...

საქართველოს სახელმწიფოს ყოფილ მეთაურთან, ედუარდ შევარდნაძესთან 1994 წელს ამერიკელი ჟურნალისტის მიერ ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს „ფეისბუქზე“ The Eduard Shevardnadze Center, სადაც საქართველოს მაშინდელი ლიდერი ამბობს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ დასავლეთისგან უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა. მისი შეფასებით, „ცივი ომის დამთავრებით ყველამ მოიგო, გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისა“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი