აფხაზეთში ორი ქართველი პოლიტიკოსის ჩასვლამ უკიდურესად დაძაბა სიტუაცია, ვფიქრობ ეს რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციაა, – განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, ოკუპირებულ აფხაზეთში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტზე საუბრისას.
საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი „თავიდან ბოლომდე“ ტყუილს უწოდებს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „დოსიეში“ გამოქვეყნებულ მასალას მათი რუსული ფულით დაფინანსების თაობაზე და აცხადებს, რომ „კუროპტევმა,სააკაშვილ-ბოკერიას დავალებით, ტყუილი მიაწოდა „დოსიეს“, დაიბეჭდა ეს ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილზე აკეთა კომენტარები ვინმე იგორ კუროპტევმა“.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან დაფინანსების საკითხი თუ დადასტურდა, ეს იქნება ამ პარტიის დასასრული და კატასტროფა.
„საკმაო პაუზა გვქონდა სანამ შევუდგებოდით მუშაობას. საკმაოდ კარგად გაართვა პარლამენტმა, თითოეულმა ჩვენგანმა ამ სერიოზულ გამოწვევას თავი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის აპარატს, ტექნიკურ პერსონალს, დამლაგებლებს, რომლებიც ამ რთულ პერიოდში მაღალ დონეზე ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობებს. იმედია, რომ დღემდე ჩვენ მოვედით მშვიდობით და გავაგრძელებთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა ბიუროს სხდომაზე სხდომის წამყვანმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და არ იქნება საჭირო კოალიციური მთავრობის ფორმირება, თუმცა კობახიძემ ის პოლიტიკური სუბიექტებიც ჩამოთვალა, რომელთანაც „ქართული ოცნება“ კოალიციას არც ერთ შემთხვევაში არ შექმნის.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 12%-ს შეადგენს და ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად შემცირდება.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში კატასტროფულად არის მომატებული დანაშაული, ხოლო მკვეთრადაა დაცემული გახსნის მაჩვენებელი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა. პრეზიდენტმა სახალხო დამცველთან ბავშვთა უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.