პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, რადგან ერთად უნდა ვიყოთ საქართველოს წარმატებისათვის, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაა ირაკლი ქადაგიშვილმა წარდგენისას.

სრულად...

ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, რა თქმა უნდა, ის არ იმსახურებს, არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, პოლიტიკაში დარჩენას, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ მოსახლეობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.

სრულად...

უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც კახეთის განვითარებისთვის ხორციელდება და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას.

სრულად...

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს კახეთში ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენენ.

სრულად...

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს, – აღნიშნულის შესახებ თავად მან სოციალურ ქსელში განაცხადა.

სრულად...

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში პენსიონრებსა და იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები მაღალ პროცენტში აქვთ აღებული და პირობა დადო, რომ მისი პრემიერ მინისტრობისას პენსიონერების სესხებზე პროცენტი ჩამოიწერება დეკემბერში, პენსია ყოველწლიურად გაიზრდება და პირველი იანვრიდან 30 პროცენტით გაიაფდება წამლები.

სრულად...

მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც ამ ტრაგიკულ დღეს, ახლა აქ ხდება, მიუხედავად  ბრალდებისა, ქვეყნის ბედით და მომავლით სპეკულირებისა კერძო პოლიტიკური ინტერესებიდან პერსონალური, კონკრეტული ადამიანების პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვახერხებთ და ვაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე. ეს არის რა თქმა უნდა - ნატო, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ, ევროკავშირი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით კონგრესმენ ადამ კირზინგერის განცხადებას შეეხებოდა.

სრულად...

8 აგვისტოს მაინც, ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი, -   განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სრულად...

არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი შრომა არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით, ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური სწავლით, ამ ბავშვების მომავლით, მათ განათლებით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 251 დევნილი ოჯახისთვის დირსის ახალაშენებულ კორპუსებში ბინების გადაცემის ცერემონიაზე.

სრულად...

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი