პოლიტიკა

ჩემთვის ახლა ჩემი მოქალაქეები არიან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონგრესმენები - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც პრემიერს რაჭაში კონგრესმენების წერილზე ჰკითხეს.

სრულად...

გიორგი რურუასთან დაკავშირებით მორჩილმა, პოლიტიკურად მართულმა სასამართლომ კიდევ ერთი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება პოლიტიკური დევნა და კვლავ გვყავს პოლიტპატიმრები, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

სრულად...

დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, – განუცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

სრულად...

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

სრულად...

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, რამდენიმე თვეში უკვე გვექნება კომფორტული, ახალი ტერმინალი“ - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად ესტუმრა. ნათია თურნავამ და კელი დეგნანმა აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

სრულად...

ჩემი არჩევის შემთხვევაში ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს, – განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე.

სრულად...

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მომავალ არჩევნებზე და ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

სრულად...

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, კობა კობალაძესთან თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სრულად...

„პრემიერ მინისტრსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მრავალმხრივი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა  გვაკავშირებს, რომელიც  ღრმავდება ყოველდღიურად, ამერიკა კვლავაც განსაკუთრებულად უდგას ჩვენს ქვეყანას გვერდით.“-  განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შეფასებისას.

სრულად...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი