პოლიტიკა

სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად კოვიდ-19–თან გამკლავებაში, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და დასძინა, რომ ევროპა თავად ებრძვის „კოვიდ-19“–ის პანდემიას და ცდილობს მისი მწვავე შედეგების დაძლევას, თუმცა, ის კვლავ პარტნიორების გვერდით დგას.

სრულად...

საქართველოს ხელისუფლების და მთლიანად მმართველი პოლიტიკური გუნდის ამოცანას წარმოადგენს, არა მხოლოდ COVID 19-თან გამკლავება და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ COVID 19-ის  პანდემიის შემდგომ პერიოდში, ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, - აღნიშნულის შესახებ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი განცხადების შეფასებისას განაცხადა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა იმ შესაძლო დახმარებასა და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი საქართველოს გლობალური პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე გამოუყოფენ.

სრულად...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რეგიონებში საკადრო წმენდას განაგრძობს. ამჯერად თანამდებობიდან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გადადგა. პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სრულად...

7 აპრილიდან 9 აპრილის ჩათვლით ქ. ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ვიზიტი იმართება. აღნიშნული შენაერთის შემადგენლობაში შედის 5 ნატო-ს წევრი ქვეყნის - ბულგარეთის, კანადის, იტალიის, თურქეთის და რუმინეთის საზღვაო ხომალდი.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენცია გამართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან.

სრულად...

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს დღეიდან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს.აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნით.

სრულად...

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ თანამდებობები დატოვეს. ჯერჯერობით უცნობია ვინ შეასრულებს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას.

სრულად...

„მინდა ვუპასუხო საქართველოს მთავრობას და მის პატრონს ბატონ ივანიშვილს. გახარიამ თქვა, რომ ჩვენ თურმე ჭორაობით ვართ დაკავებული და ვერ მოგვყავს ხალხი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება, ჯერ 1 000 და შემდეგ კიდევ 4 000 ადამიანების ჩამოფრენით - უფასოდ მოგვყავს საქართველოში“, აცხადებს კიევში მცხოვრები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სრულად...

ჩვეულებრივი ავიარეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში, უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი, ამ პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს, –  განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებელი ავიარეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი