პოლიტიკა

სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც შეიძლება წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზების საპასუხოდ.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა 22 აპრილს გაიმართება, სადაც კანონმდებლები საგანგებო მდგომარეობის ვადის 10 მაისამდე გახანგრძლივებას უყრიან კენჭს, მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ მინისტრის წარდგინებით, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების თაობაზე დეკრეტი უნდა გამოსცეს.

სრულად...

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან გამკლავებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

სრულად...

უკრაინის დედაქალაქ კიევში მცხოვრები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც მის სამშობლოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ „ყველანაირი მორატორიუმის გამოცხდებას“ სთავაზობს, თუკი მას საქართველოს ხელისუფლების დროებით ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნავენ.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას, თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები ვერ აცდნენ.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ტელეფონით ესაუბრა.

სრულად...

პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთში შექმნილი ვითარება განიხილეს.

სრულად...

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზეგავლენის მინიმიზაციის მიზნით შესაბამისი ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფენ, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა IMF-ის მიერ საქართველოსთვის საგარეო დაფინანსების საჭიროებები შეაჯამეს.

სრულად...

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო - შავი ზღვის სახელმწიფო, რომელზეც ბრიტანეთმა თავისი ფსონი უნდა დადოს“ - წერს ბრიტანელი ევროპარლამენტარი და ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი ჯეფრი ვან ორდენი.

სრულად...

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარების შესაბამისად, 112-ზე იზრდება ზარების რაოდენობა, რომელთა გადამისამართება ოჯახის ან სოფლის ექიმთან ხორციელდება. ტელემედიცინის მომსახურების გაძლიერებასა და COVID-19-თან ბრძოლის პროცესში 112-ის მნიშვნელოვან როლზე გამახვილდა განსაკუთრებული ყურადღება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი