2020 წლის 22 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით პირველად გაიმართა ვიდეო–კონფერენციის ფორმატში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130–ე შეხვედრის (მინისტერიალი) გამართვის თარიღისა და ადგილის ცვლილების შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ტელეკომპანია „იმედში“, გადაცემაში „ღია ეთერი“ საუბრისას ხაზი გაუსვა ლუგარის ლაბორატორიის გადამწყვეტ მნიშვნელობას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მისი შეფასებით, ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და თავდასხმები შემთხვევითი არ არის, მითუმეტეს მაშინ, როცა ლუგარის ლაბორატორია - საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს ხელშეწყობით დაფუძნებული მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, გადამწყვეტ როლს ასრულებს დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში.
ერთი თვის წინ მოგმართეთ და გაცნობეთ საგანგებო მდგომარეობის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადების შესახებ. ასევე, წარმოგიდგინეთ დეკრეტი, რომლითაც დაწესდა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების გარკვეული შეზღუდვები.
24 აპრილს, პარასკევს, საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებულ ნაბიჯებს წარმოადგენს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის 1 თვით გაგრძელების მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად იქნება მიღებული.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის, საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული წინადადებები განიხილოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა დონ დერ ლაიენს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურყევი და შეუქცევადი მეგობრობა დადასტურებულია არა მხოლოდ სიტყვებით და დეკლარაციებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან გამკლავებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული ვიდეოკონფერენციისას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიდეოკონფერენცია გამართა პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებთან და ფრაქციებთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.