ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო დავალებად, ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შემოწმება უახლოესი 2 დღის განმავლობაში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„მინდა ჩემი გულწრფელი მადლობა გამოვხატო იმ ნატოელი პარტნიორებისა და მინისტრების მიმართ, რომლებმაც დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს წინაშე ასეთი სიმწვავით დგას პანდემია, მიიღეს უმნიუშვნელოვანესი გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხადრაჭერის ახალი ზომების შესახებ“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის და მთავრობის წარმომადგენლებმა მომდევნო სამ თვეში ხელფასის 1/3-ის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხვის გადაწყვეტილება მიიღეს და „ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და აცხადებს, რომ არ ცნობს მთიან ყარაბაღში გამართულ ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ „შეშინებულმა და გაუბედავმა ხელისუფლებამ“ კომენდანტის საათი ერთი დღისთვის, აღდგომის ღამისთვის დააწესა. აღნიშნული განცხადება მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანი მასსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ სამველ პეტროსიანს შორის 26 მარტს მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს და ირწმუნება, რომ პეტროსიანმა მისი მიმართულებით „სამჯერ, დამიზნებით ისროლა და არაერთი თვითმხილველის წინაშე ყვიროდა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდა“.
„ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს შეგვეძლო რომ გავმკლავებოდით საგანგებო ვითარების შემოღების გარეშე, თუმცა ინტერესი იყო ერთი მხოლოდ, რომ რამენაირად ივანიშვილს თავი აერიდებინა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, აცხადებს ნიუ იორკში ჩაწერილ ვიდეო მიმართვაში „საქართველოს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ენგურის ხიდთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა.
პლატფორმა „სუფთა სივრცე“-ში შემავალი კონფლიქტურ რეგიონებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართავენ.
ის, რაც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრების მხრიდან მოხდა ზუგდიდის ცენტრში, ეჭვქვეშ დააყენა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო, ყოვლად დაუშვებელი საქციელი მათი მხრიდან, – განაცხადა ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.