დღეს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 13 თებერვალს 52 წლის ბიზნესმენი ლონდონში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც პოლიტიკაში თავის „მეგობრებთან ერთად“ დაბრუნების შესახებ განაცხადა და ერთ-ერთ სავარაუდო მოკავშირედ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე დაასახელა, „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია 2013 წელს მისი პრეზიდენტობის კანდიდატად წარმდგენი ბიძინა ივანიშვილის აზრი, რადგან მისი „სტაბილურობის გარანტი არასდროს არ ყოფილა პოლიტიკური ელიტა, ყოველთვის იყვნენ რიგითი მოქალაქეები“.
ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და ექნება სრული შესაძლებლობა დეტალურად შეისწავლოს გიგი უგულავას საქმე - ასეთი შეთავაზება მიიღეს ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებისგან სტრასბურგში გამართულ შეხვედრებზე.
გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში თავის „მეგობრებთან ერთად ბრუნდება“ და „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ის ოპოზიციური პოლიტიკური ფორმატი, რომელიც შემდგარია და რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ინტენსიურად მუშაობს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნაზე.
„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტს სთავაზობს, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ის დაუკავშირდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისთვის.
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართეს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან იწვევს. როგორც პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მიაჩნიათ, რომ დიალოგს და კონსესუსს ალტერნატივა არ გააჩნია.
ვეცდებით, ვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი განახლდეს, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.