ესტონეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, „IBCCS TAX“ ტალინის ოფისის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ წლების წინათ მისი მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის პრემიერ მინისტრის პოსტის შეთავაზება იმ მიზანს ისახავდა, რომ „ის მილიარდები, რომელიც ქართველ ხალხს აართვა აქ ჩამობუდების დღიდან, ქართველი ხალხის სასარგებლოდ“ დაეხარჯა, მერე კი მის დაჭერას გეგმავდა.
„7 ნოემბერს იყო დარბევა, მაგრამ გადადგა პრეზიდენტი, შევარდნაძეც გადადგა, წავიდა, ეს (ივანიშვილი) მიდის სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ეს არის პირსისხლიანი ავაზაკი“, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, შაბათს, ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას და აღნიშნა, რომ „თუ ივანიშვილი არ დათმობს ხელისუფლებას, ის დათმობს საკუთარ ქონებას“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე ჩასულ ქართველ მოსწავლეებს შეხვდა.
2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმა. დოკუმენტში განხილულია განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებული სიახლეები.
კიევში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საქართველოს ყველა პატრიოტს“ მიმართავს და აანონსებს, რომ პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე პირად შტაბს ხსნის, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად“, „ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს კელი დეგნანს და მის მეუღლეს დუგლას მორისს უმასპინძლეს.
ვეკითხები ივანიშვილს - შენი კუდ-ზონდერი, წარსულში ასლან აბაშიძის საბაჟო სპეცდანიშნულების შეფი, არის თუ არა დასაჭერი ამ დანაშაულებრივი განცხადებისთვის?! , - ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ მერაბ ბლადაძის მუქარას „გაბედეს“ წევრების მიმართ.
ევროკავშირმა „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.