პოლიტიკა

ლატვია საქართველოს გვერდით დგას ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვაში და განაგრძობს გამოცდილების გაზიარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას. 

სრულად...

მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას Facebook-ზე ეხმიანება.

სრულად...

უკანასკნელ ხანს, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გახშირდა ამერიკელი კონგრესმენების "საყვედურებით" აღსავსე წერილები... ალბათ გახსოვთ, 4 წლის წინ კონგრესმენმა ოკლაჰომას შტატიდან სტივ რასელმა, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირი შეტევა განახორციელა საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრზე და პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელზე, მილიარდერზე და მეცენატაზე ბიძინა ივანიშვილზე.

სრულად...

სასტუმრო „რუმსში" პროექტის - საჯარო მმართველობის რეფორმის მონიტორინგის სისტემის შემუშავება ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას პრემიერ მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი სახოკია დაესწრო. როგორც სახოკიამ განაცხადა, საჯარო მმართველობის სისტემის განვითარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

სრულად...

არანაირ სანქციებს არ ველოდებით ევროკავშირიგან გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის თანმიმდევრული იმ საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული. ასევე ვართ თანმიმდევრული დემოკრატიული რეფორმების განმტკიცების კუთხით, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სრულად...

ლიეტუვა საქართველოს ახლო მეგობარი და მოკავშირეა და ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას.

სრულად...

ბჟანია-შამბას და სხვა აფხაზი სეპარატისტი ლიდერების განცხადებებთან დაკავშირებით, - "ორ ქვეყანას" შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ... როგორც ჩანს, აფხაზი სეპარატისტი ლიდერები 25 წლიანი გამოცდილების შემდეგ დარწმუნდნენ, რომ აფხაზეთის "დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა" ფიქციაა, თუმცა ამის აღიარებას უფრთხიან, ხოლო ამის მიზეზი არის ის სახელმწიფო, რომელმაც გაამარჯვებინა მათ, დაეხმარა რა საქართველოსთან ომში და ქართველებისგან აფხაზეთის ტერიტორიის ეთნიკურ წმენდაში! ფაქტია, რომ რუსეთისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის "პოლიტიკური სუვერენიტეტი" იგივეა, რაც რუსეთის ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკების: ჩეჩნეთის, თათრეთის და სხვა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტს მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებისას, ისრაელის გავლენებისა და ურთიერთობების გამოყენება სთხოვა, რათა ისრაელმა შეახსენოს მათ, რომ საქართველოს მცოცავი ოკუპაცია ვერასოდეს წაადგება მშვიდობას რეგიონში. 

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდა. შეხვედრა იერუსალიმში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმში მონაწილეობის მიზნით შედგა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი