საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და ბოლო განვითარებები საოკუპაციო ხაზზე. მისი თქმით, შეხვედრაზე მკაფიოდ აღინიშნა უკანონო პროცესების მიუღებლობა და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების აუცილებლობა.
2020 წლის არჩევნების შემდეგ იუსტიციის სისტემაში ჩემი და ჩემი თანამებრძოლების საქმიანობის სრული 8 წელი იქნება შესრულებული. ვფიქრობ, ეს საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან 2020 წლის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას.
საქართველოსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის მდიდარი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში და მის სრულად ათვისებას შავი ზღვის რეგიონის სამეზობლოსთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრების შეხვედრისას აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. მთავრობის მეთაური ფორუმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის; ძალიან მოგვწონს რეფორმები და მათი უწყვეტი მიმდინარეობა, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინქმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გაზეთ „ვარდენ განგთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატო-ს ექნება საშუალება, რუსეთის ტერიტორია უპილოტო საფრენი აპარატებით დაზვეროს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არ დადის პატიმრებთან.
სტამბოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში და ქართულ სახლში “გალაკტიონი” შეხვედრები გამართეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან, ასევე სტამბოლში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.
2020 წლის 21-22 იანვარს, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი ეწვევა. აღნიშნული ორმხრივი ვიზიტი ხორციელდება 10-წლიანი პაუზის შემდეგ (2009 წლის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნიდერლანდების სამეფოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმე ვერჰაგენი).
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან. შეხვედრის თემას წარმოადგენდა იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, რომელიც ასევე იმყოფებოდა სადეპორტაციო ცენტრში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.