„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მის მოწოდებას საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში დიდი შვიდეულის სამიტთან დაკავშირებით ანტისაოკუპაციო აქციის მოწყობის თაობაზე, გამოეხმაურა უამრავი მამულიშვილი ევროპიდან და ისინი მზად იყვნენ თავისი ხარჯებით გადაელახათ ასობით, ათასობით კილომეტრი.
პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.
„ბელორუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობას და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეეხო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა მეგობართა ჯგუფის ფორმატში მუშაობის მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.
მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის ევროპისა და ფედერალურ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, ლუსია პუტრიხთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება.
საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ დვორნიკი დახვდა. პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მამუკა ბახტაძემ მინსკში, 1941-1945 წლებში, ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან ატეფ ალ-ტარავნესთან.
პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს და ურჩევს „ყველაზე სწორ და მართალ გზაზე - ანუ წასვლაზე“ იფიქროს, სხვა შემთხვევაში კი, როგორც ჩარკვიანი აცხადებს, „დიდი და ცუდი ამბავი დატრიალდება ჩვენს სამშობლოში... რადგან ქვეყანას არ დავთმობთ“.
რუსეთის ფედერაციის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და სრულიად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს სასულიერო იერარქებს!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.