საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან დელფიმ სანტიაგო დას ნევესთან და სან-ტომე და პრინსიპის საპარლამენტო დელეგაციასთან.
სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს, - განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.
„სიცრუეა და ქართველ ხალხს ნუ ატყუებთ, ნუ ამახინჯებთ საქართველოს უახლეს ისტორიას, თითქოსდა, პრეზიდენტმა გამსახურდიამ "გააფუჭა" ურთიერთობა რუსეთთან! დიახ, ეს ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის მატარებელი სიცრუეა!!! სსრკ-ს ნგრევის პერიოდში, ქართველმა ხალხმა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სურვილი გამოთქვა, რის შესახებაც პრეზიდენტმა გამსახურდიამ ყველა პოლიტიკურ დონეზე განაცხადა, როგორც დასავლეთში, ისე ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე წარმოქმნილ სახელმწიფოებში!
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ცდილობს, ხალხს დაავიწყოს რუსეთის ოკუპაცია და საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მდგომარეობა.
ამ ყველაფრის მერე თუ ივანიშვილი მართლა განიხილავს გახარიას დაწინაურებას, რასაც არ გამოვრიცხავ, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმის, რომ მას არანაირი შეხება აღარ აქვს ქართველი ხალხის მაჯისცემასთან, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ "ტვ პირველის" ეთერში.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი ვიტენბერგის მერს ტორსტენ ცუგეჰიორს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ვიტენბერგსა და ქართულ ქალაქებს შორის პარტნიორობის საკითხები.
“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მუდმივად, 24-საათის განმავლობაში იმყოფებიან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჩორჩანა/წნელისის რაიონში, სიტუაციის დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით"
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 95-ე შეხვედრა ჩაიშალა. მასზე განსახილველი 10 საკითხი იყო, თუმცა იმის გამო, რომ ოსურმა მხარემ შეხვედრა დასრულებამდე დატოვა, საკითხების უმეტესობის განხილვა ვერ მოხერხდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზების გამო.
ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ დღეს შედგა ვანო ჩხარტიშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით და თუკი ივანიშვილი მათ სქემას გაიზიარებს, კვირას უმრავლესობის სხდომა გაიმართება და სამთავრობო ცვლილებები გარდაუვალი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.