პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დღეს, 1 სექტემბერს, სხდომას გამართავს.

სრულად...

პოლიტიკური ორგანიზაცია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომრეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს: „გადაყარე მოსასმენი აპარატები; მოიშორე დამბეზღებლები; დაიწყე პირდაპირი გადაცემა - „გისმენთ ივანიშვილი“.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გახარიას და ღარიბაშვილის სავარაუდო დანიშვნებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ლობირებს.

სრულად...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კრემლის პოლიტიკა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მზარდ მილიტარიზაციას ახდენს, აღმაშფოთებელი და მიუღებელია.

სრულად...

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ემზარ კვიციანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს „ყველა, ვინც უცნაურად იქცევა საოკუპაციო ზოლთან, თითოეული მათგანი უნდა იქნეს აყვანილი მკაცრ აღრიცხვაზე, შესწავლილი იქნას მათი თითოეული ნაბიჯი, ვისი დავალებით ცდილობენ ვითომ პატრიოტობას ამოფარებულნი, ჟურნალისტების დახმარებით, ქვეყანა ჩაითრიონ წამგებიან სიტუაციაში!“

სრულად...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ზოლის მახლობლად შექმნილ ვითარებას ეხმაურება და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გამოიყენოს ყველა არსებული გზა, რათა თავიდან აირიდოს მდგომარეობის ესკალაცია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრად დანიშვნას არ გამორიცხავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) იოკო აკასაკას  შეხვდა.

სრულად...

ნიდერლანდების სამეფოს დანიშნულმა ელჩმა საქართველოში მააიკე ვან კოლდამმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდეგაც გაიმართა გაცნობითი შეხვედრა. 

სრულად...

პარტნიორები არიან სრულად ინფორმირებულნი და მათი მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მშვიდად, გართულებების გარეშე, - განაცხადა საქრათველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი