ვენეციის კომისიამ დღეს, ფაქტობრივად, მე ვიტყოდი, რომ ორიანი დაუწერა საქართველოს ხელისუფლებას, აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია.
მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის, აცხადებს მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელიც მიიჩნევს, რომ „ამაზე უფრო მტკივნეული, ამაზე უფრო პირდაპირ და მკვეთრი გაკრიტიკება პროექტისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია სამართლიანად ვაკრიტიკებთ, წარმოუდგენელია".
„ვენეციის კომისია დადებითად აფასებს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების შერჩევასთან და როგორც მოგეხსენებათ, ეს კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც არ აქვს ანალოგი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველო გახლავთ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის იქითა სანაპიროზე. ის ასევე არის ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭე და მათთვის ევროპასთან ხიდის ფუნქციის მატარებელი, განაცხადა ბულგარეთის პრემიერ მინისტრმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოსა და ბულგარეთს ტრადიციულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბულგარეთის პრემიერ მინისტრთან ერთად ჩატარებული პრესკონფერენციისას.
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა არა მარტო ღირებულებით, არამედ რეგიონული პოლიტიკური ინტერესების თანხვედრასაც ემყარება," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიულ დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. მამუკა ბახტაძეს ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის მინისტრთა საბჭოში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურს ბულგარელი კოლეგა ბოიკო ბორისოვი უმასპინძლებს. დაგეგმილია მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.