პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და მომხდართან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების განცხადებებსაც ეხმაურება.
პირველყოვლისა, მადლობას ვუცხადებ პანკისის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დღეს ცდილობა ვითარება განემუხტა და კომფლიქტი არ გაღრმავებულიყო ამბობს ნინო ბურჯანაძე.
პანკისის ხეობაში ნამყოფი ვარ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში და მერეც. ადგილობრივი ქისტები მუდამ ამბობდნენ და ახლაც ასეა, რომ ისინი საქართველოს მიწა-წყალზე ცხოვრობენ და საქართველოს შვილები არიან.
„ეს უკვე შემდგარი, ძალადობრივი აქტია, რაც მოხდა პანკისის ხეობაში. უნდა გადადგეს პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, უნდა დადგეს პრემიერ მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხსიმგებლობის საკითხი, განაცხადა „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, „ევროპა ნოსტრას" ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ჟვანიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა.
პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, 87 ხმით, 31-ის წინააღმდეგ მიიღო.
„სად არის საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილი, სად ხარ ჯერ კიდევ საფრანგეთის მოქალაქევ და ქვეყნის პრეზიდენტო ზურაბიშვილო, არჩევნების წინ რომ გვიმტკიცებდით მე ემიგრანტების პრეზიდენტი ვიქნებიო. სად იმალებით საკუთარი ჩრდილისგან დამფრთხალო საგარეო საქმეთა მინისტრო ზალკალიანო?“ - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების მძიმე ცხოვრებას ასახავდა.
ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ის შედეგი ვაჩვენოთ, რასაც შევპირდით, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს, ასე უპასუხა მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან უთანხმოების საკითხზე დასმულ შეკითხვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.