პოლიტიკა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ რიგგარეშე არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლლიჩიძე წარადგინა.

სრულად...

„იმისათვის, რომ დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები რეალიზდეს, აუცილებელია, ქალაქს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ აქვს მეურნის ხედვა, აუცილებელია, ჰქონდეს განცდა, თუ რას ნიშნავს სხვისი ტკივილი და გაჭირვება“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენაზე.

სრულად...

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე წარადგინა.

სრულად...

ვინც გაყოფილ საქართველოს ნატოს წევრობას გვთავაზობს, საქართველო ფეხზე ჰკიდია, ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

სრულად...

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც ჩემ მიმართ გამოაცხადა ნდობა და მომცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად შემექმნა უკეთესი მუნიციპალიტეტი, განაცხადა მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში წარდგენის ცერემონიაზე.

სრულად...

ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები თქვენთან ერთად, სამეგრელოს ამ ულამაზეს ქალაქში, ზუგდიდში. მე ამ რეგიონთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, ნახევრად მეგრელი ვარ, რადგან დედა მეგრელი მყავს, განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, თბილისის მერმა,  კახა კალაძემ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას წარდგენაზე.

სრულად...

პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მთავრობის მეთაურმა ამის შესახებ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში ისაუბრა, სადაც მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ დღეს ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია ოფიციალურად წარადგინა.

 

სრულად...

საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, განაცხადა მმართველი პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, სადაც „ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის რიგგარეშე არჩევნებში მერობის კანდიდატად გიორგი შენგელია წარადგინა.

სრულად...

მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ ზუგდიდში მერობის კანდიდატი წარადგინა. „ქართული ოცნების" სახელით ზუგდიდის რიგგარეშე არჩევნებში მერობისთვის გიორგი შენგელია იბრძოლებს.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდში საკრებულოს სხდომას დაესწრო.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი