სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს პირველ პრეზდენტს, ზვიად გამსახურდიას „ვერავინ ვერ გადააჭარბებს ვერასდროს. ერთადერთი, ვინც მიუახლოვდა, იყო მიშა სააკაშვილი“, ხოლო „ბიძინა ივანიშვილს არაფერი ისე არ უნდა, როგორც სააკაშვილის სიკვდილი“.
„უკრაინაში კომედიანტ ზელენსკის პირველ ადგილზე გასვლა საპრეზიდენტო არჩევნებში ნიშნავს, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო საერთოდ ვერ შედგა“, წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.
„სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება, ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანა. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი“, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაზე საუბრისას.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში უახლოეს პერიოდში ჩასვლის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. უკრაინულ ტელეარხზე პირდაპირი ჩართვისას მან თქვა, რომ „უკრაინის ამომრჩეველმა დასაჯა პეტრო პოროშენკო“.
„რუსეთის პირდაპირი რეზიდენტი საქართველოში, რომელიც ჩადის ხიბულაში და გამსახურდიას სიყვარულს ეფიცება, ეს არის ის კაცი, ვინც გამსახურდიას და მეც გიჟებად გვაცხადებდა“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდეტის ბიბლიოთეკაში შეკრებილებისადმი ვიდეო მიმართვისას.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიას „ებრძოდა ის ხალხი, ვინც დღეს საქართველო მიიტაცა“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საფლავი, მისი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გვირგვინით შეამკეს.
„ივანიშვილი მე არ ჩამომიყვანია საქართველოში, შევარდნაძეს ჰყავდა ჩამოყვანილი, რადგან მის ოჯახს უხდიდა ფულს, შევარდნაძის დროს ჰქონდა სასახლე ზემოთ აშენებული და კარგად იყო მოწყობილი, კუდები ჰქონდა გადაფსკვნილი ჯოხთაბერიძესთან“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე.
პოლიტიკური პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ ანზორ ბიწაძემ „რადიო პალიტრის“ გადაცემაში, „შუადღის სტუდია“ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.