მთავრობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი დაამტკიცა. კერძოდ, „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ 2023 წლის სამოქმედო გეგმა და ასევე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) 2023-2026 წლების სტრატეგია და მისი განხორციელების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს მტავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა.
საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი ფაზა ევროკავშირიდან ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით დაიგეგმა და აქცენტს ვაკეთებთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვის ხელშეწყობა, საჯარო სამსახურის მეტად გაძლიერება, მთავრობის ანგარიშვალდებულების ღიაობისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება და მოქალაქეებისათვის სერვისების მიწოდების გამარტივება-ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
იმას, რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან იურიდიული ფირმა „MKD Law-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდნენ კგბ-ში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ, არმიის გენერალმა, ნიკოლაი მალომუჟმა გადაცემაში „სტუმრად დმიტრი გორდონთან“ განაცხადა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ნომინაცია სენატშია გადაგზავნილი დასამტკიცებლად.
„მერაბიშვილის გამოჩენას მივესალმები, ეს მმართველი პარტიისთვის კარგია“, - თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შესახებ, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს არაბთა გაერთიანებული საამიროების ადამიანური რესურსების და ემირატიზაციის მინისტრი აბდულრაჰმან ალ ავარი, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოს მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაიმართება
ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია, რომელიც მათ მიერ არ წყდება, სამწუხაროდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩვენი ხალხი ხედავს ყოველ დღე, რომ ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბაკურიანში განაცხადა, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები და ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.