უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ ინტერესების გატარება, რომელიც მხოლოდ ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება, ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი არ იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო ჩვენს რეგიონში და ვისაუბრეთ იმ ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე, პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს.ხალხმა მინდა იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, პირველ ოქტომბერს, ზუსტად რომ ვთქვა და იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
2008 წლის ომის შემდეგ, არ გვინახავს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, პირიქით, რუსეთთან ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც ძალიან ცუდი სიგნალი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. ეს მართლაც ისტორიული შემთხვევაა, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ლიდერი ერთად ვართ, ეს უკვე არის წარმატება, წარმატებული შემთხვევა, მადლობას გიხდით ამ თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. რაც შეეხება ომს უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი გამოწვევა ყველა ჩვენგანისთვის-, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო ის ძირითადი საკითხები, რომელთა შესახებაც ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა, რასაც სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალს, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.