პოლიტიკა

დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და ამის მიზეზად დაასახელა თავისი შესაძლებლობების ამოწურვა, განაგრძოს პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. მთავრობის მეთაური მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნას დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ისლანდიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, სორდის კოლბრუნ გილვადოთირს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის რიგით 59-ე უსაფრთხოების კონფერენციაში, იგეგმება მთელი რიგი უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც პირველ პირებთან, ასევე გათვალისწინებულია მისი მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში და ეს დისკუსია შეეხება რეგიონულ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ პრემიერ-მინისტრის მიუნხენში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

სრულად...

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში არის ნიშანი იმისა, რომ ორივე ქვეყანას სურს გააღრმაოს ორმხრივი თანამშრომლობა ყველა სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს მაღალი დონის ვიზიტები. დენდიასის თქმით, იგი უახლოეს მომავალში თბილისში ვიზიტსაც გეგმავს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში.

სრულად...

ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა ამერიკულს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კომენტირებისას.

სრულად...

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად ასრულებს 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრულ რეკომენდაციებს, არავის აქვს უფლება, ხაზი გადაუსვას ყველაფერს და მოითხოვოს „კრიმინალის“ გათავისუფლება.

სრულად...

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა. მისი თქმით, დოკუმენტი ვერ იქნება ღირებული, როდესაც ქველმოქმედი ადამიანის სანქცირებაზეა საუბარი, ხოლო „კრიმინალი“ კი თურმე უნდა გათავისუფლდეს.

სრულად...

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 577-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 33, 26-მა კი თავი შეიკავა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი