რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა იობაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა ერთი დიდი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მიზანი ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ მინუსია, რომ თავის რიგებში ჰყავდა ისეთი სამარცხვინო პერსონაჟი, როგორიც დავით ბაქრაძეა, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა რეალურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოში არსებულ კომპანიებს, ანუ ისინი დასანქცირდებიან, თუ რუსულ ავიაკომპანიებს მოემსახურებიან საქართველოს აეროპორტებში!
ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
„ბლუმბერგისთვის“ (Bloomberg) მიცემულ ინტერვიუში, სრულიად უსაფუძვლო, უარგუმენტო, პრეტენზიული განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან თქვა, რომ რუსეთის უკრაინასთან ომში დამარცხების და რუსეთის ჯარების უკრაინის ტერიტორიის დატოვების შემდგომ გამართულ მოლაპარაკებებში, დღის წესრიგში უნდა დადგეს მოთხოვნა, რუსეთის ჯარების გაყვანის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდანო.
ნუ ეწყინება ვაშაძის „ტროიკას“, რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს, რომ ევროპისკენ სვლის ჟინმა უნდა გაგვაერთიანოს კეზერაშვილის „პრისოსკების“ გარშემო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქში“ წერს.
როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
„ოდესღაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. მიხეილ სააკაშვილს ყოველდღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ - ის მოკლან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.