პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მომავლის ფორუმთან დაკავშირებით, რომელიც იტალიის დედაქალაქ რომში 3 მარტს უნდა გაიმართოს, აცხადებს, რომ „ოლიგარქის კრიმინალი დამქაშები" ახალ, „მათი ჭკუით მზაკვრულ ხერხს" იყენებენ.

სრულად...

„ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად ვიჯექი ერთ მაგიდასთან, მახსენდება 9 აპრილის აქტი, სვეტიცხოველში გატეხილი ღამე, დაჩოქილები რომ ვიყავით... ე, ჩემო ბიძინა, რეები ვიცი და რამდენი რამე მაქვს გასახსენებელი, იცი? რა გამომივლია? რომ ვერ იოცნებებ, 7 მილიარდი კი არა, 70 მილიარდი რომ გქონდეს, ვერასოდეს რომ ვერ მიხვდები, რა განცდაა ეროვნულ გმირებთან ერთად ყოფნა“, აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გუბაზ სანიკიძე.

სრულად...

„ძალიან საგანგაშო იყო ის განცხადება, რომელიც ბატონმა გრიგორი კარასინმა გააკეთა. ეს არის იმ უგუნური და არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება აწარმოებს ამ წლების განმავლობაში“, აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. 

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა. საპრეზიდენტო რეზიდენციაში ,,გიანჯლიკი" გამართულ ვახშამზე სახელმწიფოს ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს.

სრულად...

უმრავლესობის რღვევის პროცესი ვერ შეჩერდება, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების კონსოლიდირება ვერ შეძლო, განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

სრულად...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ აბაშიძემ შეხვედრაზე ის საკითხები დააყენა, რის შესახებაც რეკომენდაციები ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.

სრულად...

მძაფრად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ პოეტი და ბიძინა ივანიშვილის ძველი თანამებრძოლი დავით მაღარაძე, რომელმაც „TVპირველის“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას  განაცხადა, რომ ივანიშვილის დაფუძნებულ პარტიაში წარმოშობილი „გაუგებრობა და პროტესტი გაიზრდება“ და „უფრო გამძაფრდება“ და ის ფონი, როდესაც პარტიაში ზარდიაშვილი და სამართლის სფეროში „ორი მთავარანგელოზი, გაბრიელის და მიქაელის ნაცვლად მურუსიძე და ჩინჩალაძეა“, „პოლიტიკური სივრციდან წაბრძანების“ სრულიად რეალურ წინაპირობას ქმნის.

სრულად...

„ვისაც ოდნავ მაინც აქვს პოლიტიკური ალღო, ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე ემშვიდობება ხელისუფლებას. ის რაც მას სჭირს და რისი გაკეთებაც მას უწევს ეს არის აგონიის ნიშნები“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „იმედის“ გადაცემაში - „პირისპირ“.

სრულად...

„მე გამოვრიცხავ ვარიანტს, რომ ბატონ ბიძინას ეთქვას ვინმესთვის ყურში, რომ მოდი, შენ წადი და მე მოგეხმარები. ეგეთი რამე გამორიცხულია. ალალია ძალიან ბატონი ბიძინა, გულწრფელი პიროვნებაა ურთიერთობებში. დღეს ძალიან ადვილია მისი კრიტიკა და ძალიან ცდილობენ, რომ გააფერმკრთალონ მისი მნიშვნელობა ქართულ პოლიტიკაში“, განაცხადა „TV პირველის“ ეთერში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ დიდი სიამოვნებით დაუჭირა მხარი ეკა ბესელიას მიერ საერთო სასამართლოების კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე 5-წლიანი მორატორიუმის გამოცხადებას გულისხმობდა და რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრისას ჩავარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი