არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას Facebook-ით ავრცელებს. ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი.
კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, - ამის შესახებ ევროკომისარი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში იოჰანეს ჰანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
საქართველოს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თავისი წვლილი შეაქვს გლობალურ სტაბილურობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც შეხვედრა გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ჩვენი წინადადება იყო, რომ ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სახელწოდებით „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობდა.
რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აზერბაიჯანთან ერთად ჩვენ სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ, მათ შორის არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონული კაბელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
განსახილველი საკითხები იყო საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თავის მოადგილეებსა და სხვადასხვა სამსახურის უფროსებს მიმართა, რომ კორუფციის მიმართულებით კრიტიკული იყვნენ და მსგავსი ფაქტები არ დაუშვან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.