საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ჩანაწერი არ მომისმენია, არც მინდა, მოვისმინო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“ განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის №289 და 2022 წლის 30 დეკემბრის №304 ბრძანებებით შექმნილი სსიპ- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით, განცხადებები/თანდართული დოკუმენტები 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით მიიღება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
როგორც გახსოვთ 2020 წლის 17--18 ნოემბერს თბილისს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ტრამპის მთავრობაში მაიკ პომპეო. როგორც გამოცხადდა, იგი შეხვდა პრემიერ გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, კათოლიკოს-პატრიარქს და ისე გაემგზავრა თბილისიდან, რომ პატარა საჯარო განცხადებაც კი არ გაუკეთებია, რაც ამერიკული დიპლომატიის ისტორიაში სახელმწიფო მდივნების ვიზიტებისას უპრეცენდენტო შემთხვევაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი ხვალ გამოცხადდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიის სხდომაზე მიიღეს. სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რევაზ ჯაველიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გახსნა.
ბატონი მარგველაშვილის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებში ისმის, რომ საქართველოში მსჯავრდებულს წამებით კლავენ. ეს „მოსაზრება“ არის სიცრუე და უსაფუძვლო მანიპულაციური ბრალდება, - აღნიშნულ განცხადებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ფეისბუქში“ ავრცელებს.
მიუღებელია, რაც ხდება დღეს ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალზე და პრეზიდენტზე – ზეწოლა, ბულინგი, პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება. აგერ, რუსული სოფელია ჩემს კარებთან... მემუქრებიან რაღაც კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
GUARDIAN.GE - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან მის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გავიდა და ჰკითხა: „აქ რომ მოვარდით... სად იყვნენ 2007 წელს, როცა უკვე მომხდარი იყო მიშასდროინდელი ტრაგედიები?!“. მის მიმართვას - „აქ რომ მოვარდით“ - რომელიც მან დაჟინებით სამჯერ გაიმეორა, აქციის მოანაწილეთა მწვავე რეაქცია და ხმამაღალი შეძახილები მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.