„საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება დღესაც“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, სადაც მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმორბაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ კომენტირება არ ისურვა.
„თქვენი მაღალჩინოსნები ბიუჯეტს ძარცვავდნენ და ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, კახა კალაძე კი იტალიაში ფეხბურთით გამოიმუშავებდა მილიონებს და საქართველოში ჩამოჰქონდა“, - ამ სიტყვებით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატ ლილე ლიპარტელიანს უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში როდესაც კარგი საქმე კეთდებოდა, ამაზე ყოველთვის ღიად საუბრობდა.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატ ნინო წულაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოყო და მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
დედაქალაქის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას კახა კალაძე თბილისის წლევანდელი საახალწლო სლოგანის გარშემო ოპონენტების კრიტიკას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მას სპეკულაცია უწოდა.
ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება, ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გქვონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა, აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთის რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი მეორე მონტე კარლო შეიძლება ასე ითქვას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ჩვენ 2023 წელს ვიწყებთ მინიმუმ 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრულ რეაბილიტაციას. ეს იქნება სრული განახლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლოა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი აროს „ქართული ოცნების“ დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ომით, კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და მათი დამოუკიდებლობის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.