საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან, აღნიშნული განცხადება მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
რეჟიმს, რომელმაც ანაბრების ქურდ ჩხარტიშვილის გადასაწყვეტი გახადა პატრიარქის გადადგომის საკითხი, კი არ უნდა ლოცავდნენ, ანათემაზე უნდა უშვებდნენ და ეს იქნებოდა ის, რაც დღეს სჭირდება ჩვენს ბედკრულ სამშობლოს, - წერს „ფეისბუქზე“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი, რომლის თქმითაც, „საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია საპატრიარქოა“.
საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის და გიორგი მარგველაშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში შედგა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს.
„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი შსს-ს, მთავარ პროკურატურასა და სუს-ს მიმართავს, დაადგინონ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 780 000 ამომრჩევლის ნამდვილობა.
„ჩვენთვის მთავარია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება - ამ შეფასების თანახმად, არის უზრუნველყოფილი ამ არჩევნების სათანადო ლეგიტიმაცია. ეს არის ის სურათი, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
„ეს არის სპეკულაციები. ამ სპეკულაციებს არ აქვს, ბუნებრივია, საფუძველი“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის განცხადებებს კრიმინალებთან თანამშრომლობისა და ამომრჩევლების მოსყიდვის შესახებ.
„თავიდანვე ვამბობდით, რომ წაგების შემდეგ, “ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად ექნებოდა დესტაბილიზაციის მცდელობა, თუმცა, გუშინ გამოჩნდა ის, რასაც ვამბობდით, რომ მათ ამის რესურსი ნამდვილად არ აქვთ”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ძალა ერთობაშიას" შეთავაზებები მმართველი პარტიის მიმართ კონსტრუქციულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.