ირაკლი ღურწკაიამ საზოგადოებრივი მაუწყბელს განუცხადა, მისთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქოში განაცხადა, რომ მგონი ვაჩვენეთ, რომ საქართველოში დემოკრატია ნამდვილად დამყარდა ამ არჩევნებით.
„ნაციონალურ მოძრაობას“, „რუსთავი 2“ ის დახმარებით, დაწყებული აქვს მორიგი ბინძური კამპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების წინაღმდეგ, რომელიც არჩევნების დისკრედიტაციას და ამისთვის ყალბი მტკიცებულებების შექმნას ემსახურება“, განაცხადა დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“ თვლის, რომ ხელისუფლების მიერ მეორე ტურის წინ დაანონსებული პროგრამები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
მე ვარ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დააარსა დიპლომატიის დღე, რითაც ძალიან ვამაყობ, - ამის შესახებ მედიასთან საუბრისას პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისის საკრებულოში დიპლომატიის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის 2 წლის წინანდელ ინტერვიუს ეხმაურება.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა ითამაშა ის როლი, რომელიც ჯდებოდა კრემლისა და პუტინის ინტერესებში.
„ჩვენ ამომრჩეველს დავარწმუნებთ იმაში, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი სალომე ზურაბიშვილს“, განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრებთან დაკავშირებით.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია, იმისთვის, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინოს, კრიმინალურ ავტორიტეტებს იყენებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.