პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ აქციის გამართვის უფლება არის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული. ბესელიას თქმით, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბევრი საპროტესტო გამოსვლა და აქცია გამოიარეს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის მაშინ, როცა მერიის საპასუხო წერილში რეალურად მსგავსი ინტერპრეტაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს.
გრიგოლ ვაშაძემ აჭარაში შეკრებილ ამომრჩეველს მიმართა - „არცერთი ჩვენთაგანი თქვენს მხარდაჭერას არ აღიქვამს, როგორც დამსახურებულს, ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც უზარმაზარ ავანსს“.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებს აჭარაში ხვდებიან. ბათუმში შეკრებილებს სიტყვით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლემ სანდრა რულოვსმა მიმართა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ იქნება სოლიდარული ბატონი ზაზა სარალიძისა და მისი დედის მიმართ. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხშირად ხდება ფაქტისთვის სხვა ინტერპრეტაციის მიცემა.
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრნენ, რომლითაც ემანუელ მაკრონმა პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია გახსნა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციას ,,მე მჯერა ივანიშვილის“ ეხმიანება და მას ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ტყუილს, ,,ფეიქნიუსს“ უწოდებს.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლას და სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.