გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ჰელსინკში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე, გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მარიამ ჯაშის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ცესკო-მ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების მიხედვით, პირველი ტურის არჩევნების შედეგები შეაჯამა.
კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა, რომ ძნელია, ამის შესახებ შვილებს და შვილიშვილებს ელაპარაკო, მაგრამ ეს უნდა გააკეთო.როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, დღეს გვესმის, რომ 7 ნოემბერი და სხვა დანაშაულების კონა შეცდომა იყო, რაც კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, რადგან ეს იყო არა შეცდომა, არამედ მძიმე დანაშაული.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს კამპანიაში.
საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი კოკა გუნცაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოება დღეს მარტივი არჩევანის წინაშე დგას - ან ბოლო შანსს მისცემს ხელისუფლებას, ან დააბრუნებს წარსულს. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სოფელ ატოცში რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმას „ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის" მაგალითი უწოდა.
ლევან გაჩეჩილაძე ვაშაძის მიერ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასა და დოიჩე ველესთვის დღეს მიცემულ ინტერვიუს შორის სრულ შეუსაბამობას ხედავს. ერთში ის ბოდიშს იხდის 7 ნოემბრის გამო და იზიარებს ნაციონალების ხელისუფლების პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მაშინ არ იყო, მეორეში კი აცხადებს, რომ გაპრეზიდენტებიდან ორ თვეში შეიწყალებს სააკაშვილს და მის თანამებრძოლებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლევან მიქელაძის სახელობის ინსტიტუტსა და ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ხელმოწერისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე უღალატა იმ პრინციპებს, რა პრინციპების ერთგულიც იყო ლევანი მიქელაძე.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე კვირაღა რჩება და იმ შემთხვევაში, თუ გარდამტეხი ქმედება არ განხორციელდა პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან (მისი ტელეინტერვიუები და ტელემიმართვები საქმეს ვეღარ უშველის!), მაშინ „გაერთიანებული ოპოზიციის“ მანტიით შენიღბული „ნაცმოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ვაშაძე, დაამარცხებს „ქ/ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ „დამოუკიდებელ“ კანდიდატს ზურაბიშვილს!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.