საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დაუმას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი „აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი" იქნება. მისი თქმით, ზურაბიშვილი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მთელს მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა „დაარწმუნოს" - ომი საქართველომ დაიწყო.
ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის სახელით, რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მოგერინის განცხადებაში წერია, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს უკვე 10 წელია, რაც რუსეთი არ ახორციელებს, ასევე აღნიშნავს, რომ ამ 10 წლის მანძილზე საქართველო გახდა დემოკრატიული სტაბილურობის მისაბაძი მაგალითი და ევროკავშირი საქართველოს ჭეშმარიტი პარტნიორია.
ეუთო-ს ფარგლებში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთის, შვედეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ჩეხეთისა და უკრაინის სახელით, საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაკეთდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის საგარეო მინისტრებმა და უკრაინის ვიცე პრემიერმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მრგვალი მაგიდის ფორმატის „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ” შეხვედრაზე, მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში, სადაც „არაადამიანური ჯარიმების გადახდა სავალდებულოა, სადაც გარდაუვალია გამოძახებაზე ჩვენების მიცემა, აუცილებელია, სიკვდილის შემდეგაც კი, საბანკო ვალის მაღალი პროცენტებით გადახდა, სავალდებულოა ჯარში წასვლა და გაასმაგებული კომუნალური გადასახადების გადახდა“, არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუცილებელი უნდა იყოს.
„მაშინ მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც ეს ხდება აზარტული და უპასუხისმგებლო მმართველების შემთხვევაში, მან წააგო", აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გააკეთა.
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა „ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართა. რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცე პრემიერთან ერთად.
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა „ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართა. რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცე პრემიერთან ერთად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.